ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მუსიკის ცენტრის ეთნომუსიკოლოგიური კვლევის ჯგუფის ექსპედიციათა ანგარიშის პრეზენტაცია

ღონისძიებები

28 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის მუსიკის ცენტრი ატარებს ეთნომუსიკოლოგიური კვლევის ჯგუფის ექსპედიციათა ანგარიშის პრეზენტაციას. ეთნომუსიკოლოგიური კვლევის ჯგუფის წევრები 2014 წელს იმყოფებოდნენ ორ ეთნომუსიკოლოგიურ შემკრებლობით ექსპედიციაში. ერთ ჯგუფს, 30 ივლისიდან 6 აგვისტომდე, დედოფლისწყაროს რაიონში, ხელმძღვანელობდა ნინო მახარაძე, მეორე ჯგუფს კი – 6-დან 13 აგვისტომდე, ბორჯომის რაიონში, ხელმძღვანელობდა თამაზ გაბისონია. ზემოხსენებული ექსპედიციების გარდა, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება 2014 წლის 29 მარტს ჯარიანშენში საველე მუშაობის (თამაზ გაბისონია და ლიკა ქადაგიშვილი) შედეგებიც.

ბანერები