ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მურო თაკალანძის ტრენინგი პროექტ Booster-ის მონაწილეებისთვის

ღონისძიებები

პროექტის „Booster კარიერული განვითარების აქსელერატორი" ფარგლებში სოციალური არხებისა და თვითპრეზენტაციის საშუალებების შესახებ სამუშაო შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი მურო თაკალანძე.

შეხვედრა რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს. 

პროექტში Booster, რომელიც გულისხმობს ილიაუნის სტუდენტებისათვის დასაქმებისა და კარიერული განვითარებისთვის აუცილებელი უნარების (4C) განვითარებას, მონაწილეობას იღებს 70 სტუდენტი საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურიდან.

პროექტი გულისხმობს მოწვეულ სპეციალისტებთან შეხვედრებსაც.

შემდეგი ნაკადისთვის მონაწილეთა შერჩევა დაიწყება შემოდგომის სემესტრიდან.

ბანერები