ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ბიზნესის ანალიტიკოსების შერჩევას იწყებს

ღონისძიებები

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ბიზნესანალიტიკოსის პოზიციაზე და პირველად გასაუბრებაზე იწვევს ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს 24 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში. 

შეხვედრაზე ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • გაეცნონ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს საქმიანობას;
  • მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ბიზნესის ანალიტიკოსის პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებისა და პირობების შესახებ;
  • გაიარონ პირველადი გასაუბრება აღნიშნული პოზიციისთვის.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.do/eN3XM

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA) დაკავებულია მუნიციპალური ელექტრონული სერვისების მხარდაჭერითა და განვითარებით (საქმისწარმოება, ერთიანი გეოსივრცითი მონაცემების ელექტრონული სისტემები და სხვ.), ახალი ელექტრონული სერვისების რეალიზაციით. ამჟამად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ორგანიზაცია იწყებს მუშაობას თვითმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სისტემების დანერგვაზე. ამიტომ გაჩნდა რეგიონებში ელექტრონული სისტემების დამნერგავი ბიზნესის ანალიტიკოსთა გუნდის ფორმირების აუცილებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში გაეცანით ვაკანსიის დეტალებს ( https://bit.ly/2VHtgNQ ) და მობრძანდით შეხვედრაზე.


დრო: 24 აპრილი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ბანერები