ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მულტიმედია ბიბლიოთეკის გახსნა

ღონისძიებები

ორშაბათს, 29 ნოემბერს, 16:00 საათზე ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკაში (მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქ. 3/5, F კორპუსი) იხსნება მულტიმედია ბიბლიოთეკა, სადაც ამიერიდან შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კლასიკური და თანამედროვე მუსიკალური ნაწარმოებისა და აუდიო წიგნების მოსმენა და ფილმების ყურება. ბიბლიოთეკის ტექნიკური აღჭურვა განხორციელდა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.

ასევე შეგახსენებთ, რომ გრძელდება აქცია +1 მათთვის, ვისაც სურს მონაწილეობის მიღება ბიბლიოთეკის კოლექციის გამდიდრებასა და გამრავალფეროვნებაში. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ ბმული: http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=347&info_id=3366

ბანერები