ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მთავრობის PR აქტიურობის ინდექსის პრეზენტაცია

ღონისძიებები

23 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის №106 საკონფერენციო დარბაზში (გ. წერეთლის 2, ყოფილი უცხო ენების კორპუსის უკან, ძველი ენციკლოპედიის შენობა) შედგება „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ (IBR) მიერ მომზადებული კვლევის - „მთავრობის PR აქტიურობის ინდექსის“   პრეზენტაცია.

ინდექსის ფარგლებში ხორციელდება დათვლა მხოლოდ იმ ორგანიზაციული PR მოვლენებისა, რომელსაც შესაბამისი სამინისტრო უწყება ასაჯაროებს და აქვეყნებს საკუთარ ვებ –გვერდზე, ე.ი. საჭიროდ თვლის, გააცნოს საზოგადოებას. მასში მოიაზრება: უწყების მონაწილეობით განხორციელებული საჯარო ღონისძიებები, წარმოდგენილი ანგარიშები, პრეზენტაციები, მნიშვნელოვანი შეხვედრები, ოფიციალური განცხადებები, ორგანიზაციური ცვლილებები, მიღწევები და აღიარებები.

მთავრობის PR აქტივობის ინდექსი  საქართველოს PR აქტივობის ინდექსის შემადგენელი ქვეინდექსია.

ცნობისათვის, საქართველოს PR აქტივობის ინდექსი შედგება ორი მთავარი ქვე–ინდექსისგან: მთავრობის PR აქტივობის ინდექსი და ბიზნესის PR აქტივობის ინდექსი.

ბიზნესის PR აქტივობის ისევე, როგორც საქართველოს PR აქტივობის ინდექსები, დამუშავების პროცესშია და მათი მნიშვნელობები საზოგადოებისთვის პერიოდულად, ყოველკვირეულ რეჟიმში ცნობილი გახდება 30 მაისიდან.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ.

ბანერები