ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მთარგმნელები ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში - შეხვედრა ია ბერსენაძესთან

ღონისძიებები

23 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი სტუმრად იწვევს ია ბერსენაძეს, რომელმაც სხვადასხვა დროს თარგმნა: ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს ”შიმშილის მისამღერი“;ფრედერიკ ბეგბედერის ”ფრანგული რომანი“; დანიელ პენაკის ”რომანივით საკითხავი“; ორჰან ფამუქის ”გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი“; ალექსანდრ დიუმას ”კავკასია“ (თანამთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილთან და თინათინ ქიქოძესთან ერთად).

ია ბერსენაძე ილიაუნის ლიტერატურული პრემიის ერთ-ერთი ფინალისტი ავტორის, ორჰან ფამუქისა და მისი რომანების შესახებ ისაუბრებს. ფინალისტი რომანი ”მე წითელი მქვია“ ლია ჩლაიძემ თარგმნა და ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” გამოსცა 2010 წელს.

დრო: 23 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები