ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მოზარდთა შემოქმედებითი ჯგუფის სპექტაკლი

ღონისძიებები

26 ივნისს, 12:00 საათზე, ილიაუნის თეატრი უმასპინძლებს არასამათვრობო ორგანიზაციების „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი საზოგადოება“ და კავშირი „სტუდია ეი–დი–სი“–ის დღის ცენტრების ბენეფიციარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდათა შემოქმედებითი ჯგუფის მიერ დადგმულ სპექტაკლს – „წითელქუდა“.  სპექტალში ორგანიზაციების ბენეფიციარი ბავშვებისა და მოზარდების გარდა მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოხალისე სტუდენტები, ასევე ორგანიზაცია „Helping Hands“-ის აქტივისტები.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში ამ ადამიანთა მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.

ორგანიზატორები არიან კავშირი” ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება”, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. იგი არის პირველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა, მშობლების გაერთიანება საქრთველოში. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის თანაბარი პირობების შექმნა, მათი დამოუკიდებელობის ხარისხის გაზრდა და  საზოგადოებაში ჩართულობის უზრუნველყოფა.

აგრეთვე კავშირი ”სტუდია ეი-დი-სი”. მისი მიზანია: ახალგაზრდების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ახალგაზრდების კულტურულ–შემოქედებითი ინიციატივების მხარდაჭერა და ახალგაზრდული გაცვლით პროგრამებში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა.

  • ღონისძიების მხარდამჭერები არიან - შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტუდია „ბასტი–ბუბუ“.

 

ბანერები