ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მოხსენება „როგორ დავიწყოთ კარიერა“ და GPI ჰოლდინგის დასაქმების ფორუმი

ღონისძიებები

30 მაისს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სადაზღვევო კომპანია GPI ჰოლდინგის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ხაჭაპურიძე შეხვდება სტუდენტებს და წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „როგორ დავიწყოთ კარიერა“.

შეხვედრის მეორე ნაწილში კომპანიის წარმომადგენლები დაინტერესებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესთავაზებენ დასაქმებას სხვადასხვა პოზიციაზე, ბოლოს კი გაესაუბრებიან პირველადი შერჩევის მიზნით.

შეხვედრაზე GPI ჰოლდინგი სხვა ვაკანსიებთან ერთად წარმოადგენს გაყიდვების მენეჯერის პოზიციას, რომელზეც 1-თვიანი სწავლება ანაზღაურდება (300 ლ. + ბონუსები), დასაქმების შემთხვევაში კი სტუდენტები მიიღებენ მზარდ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ბონუსებს გაყიდული პროდუქტიდან. დამატებით კომპანია უზრუნველყოფს დასაქმებულების ჯანმრთელობის დაზღვევას.

ვაკანსია საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსეთ მარტივისარეგისტრაციო ფორმა.


დრო: 30 მაისი, ხუთშაბათი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

2019

ბანერები