ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მოსწავლეთა მესამე ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

ღონისძიებები

27 თებერვალს,  11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, ევროკომისიის მიერ მე-7 ჩარჩოპროგრამით დაფინანსებული პროექტის - „ჯაჭვური რეაქცია“ - ფარგლებში, გაიმართება მოსწავლეთა მესამე ეროვნულიკონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. კონფერენციაში მონაწილეობენ პროექტში 2015-2016 სასწავლო წელს ჩართული სკოლები:

კონფერენციაზე მოსწავლეები როგორც სასესიო, ასევე საგამოფენო ფორმატში წარმოადგენენ კვლევით პროექტებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. საუკეთესო კვლევითი პროექტის წარმდგენი გუნდი 9-10 მაისს საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაზე პლოვდივის უნივერსიტეტში (ბულგარეთში).

დრო: 27 თებერვალი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: B 202 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები