ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მოსწავლეთა ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

ღონისძიებები

14 მარტს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის პროექტის - „ჯაჭვური რეაქცია“ - ფარგლებში, გაიმართება მოსწავლეთა მეორე ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. კონფერენციაში 2014-2015 სასწავლო წელს საქართველოს ხუთი სკოლა მიიღებს მონაწილეობას:

  •  აკად. ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა (თბილისი)
  •  ნიუტონის თავისუფალი სკოლა (თბილისი)
  • სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS (თბილისი)
  • პირველი საჯარო სკოლა (ბოლნისი)
  •  33-ე საჯარო სკოლა (ქუთაისი)

კონფერენციაზე მოსწავლეები წარმოადგენენ კვლევით პროექტებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში როგორც სასესიო, ასევე საგამოფენო ფორმატში. კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო კვლევითი პროექტი მაისში საქართველოს სახელით წარდგება საერთაშორისო კონფერენციაზე ჰაიდელბერგში (გერმანია).

ბანერები