ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მოსწავლეთა ეროვნული კონფერენცია

ღონისძიებები

15 მარტს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება მოსწავლეთა ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. კონფერენციაში წელს საქართველოს ხუთი სკოლა მონაწილეობს: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა (თბილისი), სკოლა „მწიგნობართუხუცესი“ (თბილისი), პირველი საჯარო სკოლა (თელავი), ”ქართული სკოლა” (ქუთაისი), მეთორმეტე საჯარო სკოლა (გორი). 

კონფერენცია ევროკავშირის მე-7 ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის - „ჯაჭვური რეაქცია“ (“Chain Reaction”) - ნაწილია. პროექტს „ჯაჭვური რეაქცია“ კოორდინაციას უწევს შეფელდის უნივერსიტეტი (ინგლისი).

პროექტის მიზანია კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარების ხელშეწყობა კონსორციუმის წევრ ქვეყნებში (კონსორციუმში 12 ქვეყნის 12 უნივერსიტეტია გაერთიანებული. მათ შორისაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც).

პროექტი სამწლიანია - დაიწყო 2013 წლის 1-ლ ივნისს და დასრულდება 2016 წლის 1-ლ ივნისს. 

პროექტის ფარგლებში საბუნებისმეტყველო საგნების 10 პედაგოგი (5 სკოლიდან) ყოველწლიურად გადამზადდება კვლევაზე დაფუძნებული სწავლების თანამედროვე მეთოდებით.  

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს სამეცნიერო წიგნიერების განვითარებას და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით მოსწავლეთა დაინტერესებას.

პროექტში მონაწილე მასწავლებლები პროექტის მასალებს საქართველოს სხვა პედაგოგებსაც გააცნობენ და მათთან ერთად შეეცდებიან კვლევაზე დაფუძნებული   გაკვეთილებისა და პროექტების დანერგვას.

იხილეთ პროგრამა თანდართული ფაილის სახით.

ბანერები