ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესები და პოლიტიკა: 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების გამოწვევა“ – ამერიკელი მოსამართლის, ელისონ დანქენის, საჯარო ლექცია „ლიგამუსში“

ღონისძიებები

5 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“(PROLoG) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, გაიმართება ელისონ დანქენის საჯარო ლექცია: „მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესები და პოლიტიკა: 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების გამოწვევა“ (Judicial Ex Parte Communications Laws and Policies: The Challenge of 21st Century Technologies). 

მისალმება

ლორა ბერგერი, USAID/საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი

ლექცია

ელისონ დანქენი: „მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესები და პოლიტიკა: 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების გამოწვევა“ (Judicial Ex Parte Communications Laws and Policies: The Challenge of 21st Century Technologies)

მომხსენებლის შესახებ

მოსამართლე ელისონ დანქენი მეოთხე ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2003 წლის 15 აგვისტოს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის წარდგინებით დაინიშნა. სწრაფად მოიპოვა აშშ-ში ორივე პარტიის მხარდაჭერა და მოსამართლედ წარდგენიდან მალევე სენატმა მისი კანდიდატურა აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დაამტკიცა. სენატორმა ჯონ ედვარდმა მის შესახებ აღნიშნა: „იგი საოცარი ინტელექტისა და შესაძლებლობები ქალია, რომელიც პატივს სცემს კანონს, იბრძვის სამართლიანობისთვის და არასდროს იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“.

მოსამართლე დანქენი პირველი აფრო-ამერიკელი ქალია, რომელიც მოსამართლედ დაინიშნა ჩრდილოეთ კაროლინას სააპელაციო სასამართლოში და რომელიც ჩრდილოეთ კაროლინას ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ამჟამად იგი მეოთხე ფედერალური საოლქო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პირველი აფრო-ამერიკელი ქალია.

მოსამართლე დანქენი აქტიურად არის ჩართული მართლმსაჯულების სექტორის გაძლიერებასა და, ზოგადად, საზოგადოებრივ საქმიანობაში. იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის გადაწყვეტილებით იგი თავმჯდომარეობს აშშ-ის მოსამართლეთა კონფერენციის მართლმსაჯულების სექტორის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტს, რომელიც კოორდინირებას უწევს ფედერალური სასამართლოების ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოს სასამართლოებსა და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მართლმსაჯულების სექტორში მუშაობენ. იგი ასევე არის ფედერალური მოსამართლეების ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი და წევრი. დუკის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსით ამჟამად თავმჯდომარეობს ამ უნივერსიტეტის აკადემიურ კომიტეტს. არის კაროლინას შტატის საბალეტო აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც.

ლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი)

დრო: 5 აპრილი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭვაჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები