ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

”მომავალ ბანკირთა კლუბის” კვლევის პრეზენტაცია

ღონისძიებები

2 ნოემბერს, 12:30 საათზე,  G 106 აუდიტორიაში (გ.წერეთლის N2, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) გაიმართება ”მომავალ ბანკირთა კლუბის” კვლევის პრეზენტაცია.

კლუბი წარმოგიდგენთ სტუდენტური სესხის, ვადიანი ანაბრისა და იპოთეკური სესხის პირობებსა და მომსახურებას ქართულ ბანკებში. ასევე ამ მონაცემების შედარებას უცხოური ბანკების პირობებთან და მომსახურებასთან.

პრეზეტაციაზე დამსწრე საზოგადოება გაიგებს, თუ რომელი ბანკები სთავაზობენ მომხმარებლებს უკეთეს პირობებს სტუდენტურ სესხზე, ვადიან ანაბარსა და იპოთეკურ სესხებზე.

პრეზენტაციაზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნება ის ტენდენციები, რაც აღნიშნულ სესხებსა და ანაბარს ახასიათებთ ბოლო პერიოდში.

”მომავალ ბანკირთა კლუბი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული კლუბია, რომელიც საბანკო საქმის შემსწავლელ სტუდენტებს აერთიანებს. კლუბის მიზანია სტუდენტთა ცოდნის გაღრმავება საბანკო საქმეში, მათი აქტიური ურთიერთობები ბანკებთან და როგორც ქართული ასევე უცხოური საბანკო სექტორის შესწავლა. ორ კვირაში ერთხელ ”მომავალ ბანკირთა კლუბი” საბანკო სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა კვლევებსა და თემებს საზოგადოებას პრეზენტაციების სახით წარუდგენს.

ბანერები