ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მომავალ ბანკირთა კლუბი - კვლევის პრეზენტაცია

ღონისძიებები

19 დეკემბერს, 14:00 საათზე,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (E 407 აუდიტორია, ჩოლოყაშვილის  3/5) გაიმართება ”მომავალ ბანკირთა კლუბის” კვლევის პრეზენტაცია ბანკების მომსახურების ხარისხის შესახებ.

კვლევის შედეგად გამოიკითხა ოთხი ბანკის: საქართველოს ბანკის, ”თიბისი ბანკის”, ”პროკრედიტ ბანკისა” და ”ლიბერთი ბანკის” მომხმარებლები. ისინი პასუხობდნენ შეკითხვებს, თუ რა არ მოსწონთ იმ ბანკის მომსახურებაში, რომლითაც სარგებლობენ, ასევე, რამდენად ენდობიან ამ ბანკს და რა ფაქტორების გათვალისწინებით ირჩევენ მის მომსახურებას.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, თუ რომელი ბანკები იმსახურებენ ნდობას კლიენტებში და რა  უნდა გამოსწორდეს კლიეტების აზრით ბანკების უკეთესი მომსახურებისთვის. კვლევის პრეზენტაციისას ასევე განხილული იქნება ის აქციები და სიახლეები, რომლებსაც ბანკები მომხმარებლებს სთავაზობენ.

”მომავალ ბანკირთა კლუბი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული გაერთიანებაა, რომელიც საბანკო საქმის შემსწავლელ სტუდენტებს აერთიანებს. მისი მიზანია ქართული და უცხოური საბანკო სექტორის შესწავლა და ამასთან დაკავშირებით კვლევების ჩატარება.

ბანერები