ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მოკლევადიანი პროგნოზირება ელექტროენერგეტიკაში

ღონისძიებები

3 თებერვალს, 17:00-19:00 საათზე,- ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მორიგი ინტერდისციპლინური ვებინარი, რომელიც დაეთმობა მოკლევადიანი პროგნოზირებისა და დაგეგმვის ამოცანებს ელექტროენერგეტიკაში.  

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება ელექტროენერგიის მოთხოვნილების, ასევე გენერაციის შესაძლებლობებისა და ფასების საათობრივი პროგნოზირება. საჭირო ხდება შესაბამისი მეთოდური უზრუნველყოფისა და ინფორმაციული სისტემების განვითარება და დანერგვა, რაზეც დიდად იქნება დამოკიდებული ბირჟაზე მოვაჭრეთა და საბოლოოდ  ბირჟის წარმატება. ვებინარზე მიმოვიხილავთ ენერგეტიკულ ბირჟის მონაწილეების წინაშე მდგარ პროგნოზირებისა და დაგეგმვის ამოცანებს, შესაბამის გამოწვევებს და მათი გადაჭრის შესაძლო გზებს მონაცემთა დამუშავების თანამედროვე მეთოდებით.

შესავალი                                                                                                                            5 წთ
ირაკლი გალდავა, ენერგეტიკული ბირჟის დირექტორის მოადგილე        25 წთ
დაგეგმვისა და პროგნოზირების ამოცანები ელექტროენერგიის ბაზარზე  
   
ზვიად გაჩეჩილაძე,  სემეკის ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე                                                                                                                             15 წთ
აღრიცხვასთან დაკავშირებული მოთხოვნები და დატვირთვის სახასიათო  გრაფიკები ელექტროენერგიის საათობრივ ვაჭრობაში  
   
გურამ მირინაშვილი,  სახელმწიფო ელექტროსისტემის  
ელექტროენერგიის დაბალანსების სამსახურის კოორდინატორი  15 წთ
   
კლიმატური ფაქტორების გათვალისწინება ენერგოსისტემის დატვირთვის პროგნოზირებისას  
   
ერეკლე მაღრაძე,  ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელი                                                                                       . 30 წთ
ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენება მოკლევადიანი პროგნოზირებისთვის  
   
თბილისის ელექტროენერგიის მოთხოვნილების საათობრივი პროგნოზირება  
   
ბულგარეთის ელექტროენერგეტიკულ ბირჟაზე ფასების პროგოზირება  
დისკუსია 30 წთ


მომხსენებლების შესახებ

ვებინარზე შემოგვიერთდით შემდეგი ბმულით: https://us02web.zoom.us/j/87475949570 

ირაკლი გალდავა

ირაკლი გალდავას აქვს 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში. ირაკლი ფლობს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის (ენერგოეკონომიკის მიმართულება) მაგისტრის ხარისხს. მისი კარიერა ენერგეტიკის სექტორში დაიწყო ISET-ის კვლევით ინსტიტუტში 2011 წელს, სადაც ის მუშაობს მკვლევრად ენერგეტიკის საკითხებში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გატარებული 6 წლამდე პერიოდის შემდეგ ირაკლი შეუერთდა საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას. პრაქტიკული საქმიანობის გარდა, ირაკლი ატარებდა ლექციებსა და ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: ეკონომეტრიკა, ხარჯსარგებლიანობის ანალიზი, პროგნოზირება ენერგეტიკის სექტორში და ა.შ. ის არის ავტორი სახელმძღვანელოებისა და სტატიების ენერგეტიკის დარგში, ამავდროულად ჩართულია სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტში, როგორც დარგის ექსპერტი. უწევდა რა ენერგეტიკის სექტორის, მათ შორის ენერგეტიკული ბაზრების, შეფასება სხვადასხვა კუთხით, ირაკლიმ შეიძინა გამოცდილება და მრავალმხრივი ცოდნა როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე ბუნებრივი გაზისა და ეკონომიკის სხვა სექტორების შესახებ.

ზვიად გაჩეჩილაძე ,

ზვიად გაჩეჩილაძე, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. აქვს ენერგეტიკის სექტორში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება.  მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში, გაზოტურბინულ თბოელექტროსადგურზე, ეკონომიკის სამინისტროსა და USAID-ის პროექტებში ენერგეტიკული ბაზრებისა და გადამცემი ქსელის განვითარების მრჩევლად. ზვიად გაჩეჩილაძე არის ენერგეტიკული გაერთიანების ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ენერგეტიკული ბაზრებისა და ეკონომიკური რეგულირების კომიტეტის თავმჯდომარე.

გურამ მირიანაშვილი

გურამ მირიანაშვილი საქართველოს ელექტროსისტემაში ჰიდროლოგიისა და წყალსაცავების გზამკვლევი პროექტის კოორდინატორია.  იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტის დოქტორანტი. ამავე უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს მონაცემთა შეგროვებასა და დისპეჩერულ მართვაში.

ერეკლე მაღრაძე

ერეკლე მაღრაძემ 2015 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი გიოტინგენის უნივერსიტეტის ATLAS ექსპერიმენტის (CERN, LHC) ჯგუფის ფარგლებში ფიზიკის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დიდი გამოთვლითი ინფრასტრუქტურის მართვის ავტომატიზაციის განხრით. ეს გამოთვლითი სისტემები გამოიყენება ნაწილაკთა ფიზიკის ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზისთვის. ავტომატიზაცია დაფუძნებული იყო მონიტორინგის ინფორმაციის დროითი მწკრივების სახით წარმოდგენაზე, ანალიზსა და მოდელირებაზე ხელოვნური ნეირონული ქსელებისა და არამკაფიო სიმრავლეების თეორიის საფუძველზე. 2018 წლამდე ერეკლე მუშაობდა გერმანიაში  მეცნიერ-მკვლევრად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ხოლო შემდეგ დიდი მონაცემების (big data) ანალიტიკისა და გამოთვლითი პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით. 2018 წლიდან  ილიაუნის ასოცირებული პროფესორია. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა კომპიუტერული მეცნიერებების ახალი საბაკალავრო პროგრამა,  ასევე ამოქმედდა საქართველოში პირველი საუნივერსიტეტო გამოთვლითი ცენტრი. იგი მუშაობს დროითი მწკრივების მოდელირების მიმართულებით ენერგეტიკის განხრით, ასევე ამუშავებს ბუნებრივი ენის მოდელს ქართული ენისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბანერები