ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება

ღონისძიებები

ოთხშაბათს, 5 დეკემბერს, 20:00 საათზე, კინოთეატრ "რუსთაველის" მეხუთე დარბაზში, მეცამეტე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება 1920-30-იანი წლების მოკლემეტრაჟიანი "მუნჯი" ფილმების ჩვენება. ჩვენებაში მონაწილეობს ანსამბლი "კონსილია", რომელიც ფილმებს მუსიკალურად გააფორმებს. ანსამბლი შედგება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრისა და კონსერვატორიის სტუდენტებისგან:

  • რეზო კიკნაძე (კონსერვატორია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) - საქსაფონი, ლეპტოპი
  • ქუჯი დავითულიანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) - ლეპტოპი
  • მიხეილ მირზაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) - ლეპტოპი
  • ანრი ღუდუშაური (კონსერვატორია) - კონტრაბასი (კონსერვატორია)
  • ალექსანდრე (ბაჩო) ხოხიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)- დასარტყამი ინსტრუმენტები
  • ნაზი ჭავჭავაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) - ჩელო
  • სოსო გელოვანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) - ბას გიტარა
  • პაატა ბერიძე (კონსერვატორია) - საყვირი

ბილეთის ფასი - 2 ლარი.

ბანერები