მოიპოვე სრული დაფინანსება ლიმერიკის (ირლანდია) უნივერსიტეტში - iGeneration-ის საგრანტო კონკურსი
ღონისძიებები
10 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქველმოქმედო ფონდის, iGeneration-ის, წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებს გააცნობენ ფონდის საგრანტო კონკურსის პირობებს.
საქველმოქმედო ფონდი iGeneration სრულად აფინანსებს საბაკალავრო პროგრამას ლიმერიკის უნივერსიტეტში (ირლანდია).
სრული დაფინანსება 4 წლის განმავლობაში ლიმერიკის უნივერსიტეტში მოიცავს: სწავლის საფასურს, ყოველთვიურ სტიპენდიას, საცხოვრებელს, დაზღვევას, ავიაბილეთებს ა.შ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც საბაკალავრო სწავლების საფეხურის პირველ, მეორე ან მესამე კურსზეა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://igeneration.ge
დრო: 10 აპრილი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზირი, #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.