ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მიხეილ თუმანიშვილის 90 წლის იუბილე ილიაუნიში

ღონისძიებები

11 მაისს, 17.00 საათზე, ილიას უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით გაიმართება მიხეილ თუმანიშვილის 90 წლის იუბილესთან მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილის ფილმი ”გამჭოლი მოქმედება”. ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი ლაშა ჩხარტიშვილი გააკეთებს მიხეილ თუმანიშვილის შემოქმედების მოკლე მიმოხილვას.

ღონისძიების ბოლოს დამსწრეებს საშუალება ექნებათ, კითხვები დაუსვან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობებს, კერძოდ: ზურაბ გეწაძეს, ზურაბ ყიფშიძეს, ნინელი ჭანკვეტაძეს, დარეჯან ჯოჯუას, დარეჯან ხაჩიძეს, ლალი კეკელიძეს, რუსუდან ბოლქვაძეს, გია აბესალაშვილს და გიორგი ნაკაშიძეს.

დასწრება თავისუფალია.

ბანერები