ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მიხეილ კობახიძის ფილმების ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

23 მაისს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი CinExpress წარმოგიდგენთ დიდი ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის ფილმებს. ნაჩვენები იქნება სტუდენტობის დროს გადაღებული ფილმები: „ქორწილი“, „ქოლგა“, და „მუსიკოსები“.

ჩვენებამდე ისაუბრებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო მხეიძე. დასასრულს გაიმართება დისკუსია.

რეჟისორი: მიხეილ კობახიძე

გახმოვანება: ქართული

დრო: 23 მაისი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.


ბანერები