ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მილან კუნდერას „უკვდავება“ – რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

13 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „დიოგენე“ გეპატიჟებათ მილან კუნდერას რომანის „უკვდავება“ ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე.

თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მწერლის, მილან კუნდერას  „უკვდავება“ (1990) გამოსვლისთანავე შედევრად აღიარეს. ამ წიგნმა თანაბრად ააღელვა როგორც ფრანგი ინტელექტუალები და ლიტერატურის მკვლევრები, ასევე ის მკითხველები, რომლებიც მწერლის ახალ ნამუშევარს მოუთმენლად ელოდნენ. პარიზში დასახლებული დების, ანიესისა და ლორას სიყვარულისა და დაუძლეველი წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების ამბავი ბუნებრივად ეხმიანება დიდი გერმანელი პოეტის, გოეთესა და მასზე შეყვარებული ბეტინა ბრენტანოს დაუვიწყარ ისტორიას. შემოქმედის უხილავი ხელი წარსულსა და აწმყოს ოსტატურად ამთლიანებს, ადამიანსა და მის ანარეკლს კი სამუდამოდ აცალკევებს და სასწორის სხვადასხვა პინაზე ათავსებს.

წიგნს მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი და რედაქტორი ირმა ტაველიძე წარადგენენ. 

რომანი სერიაში „ET CETERA“ გამოვიდა.

დრო: 13 დეკემბერი, 19:00  საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები