ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი.აი.ჯი“: დასაქმებასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

20 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, გაიმართება დასაქმებასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი.აი.ჯი“-ს შერჩევისა და განვითარების მენეჯერი, შორენა რაზმაძე.

„ბი.აი.ჯი“ დაარსდა 2008 წლის 8 აგვისტოს სამომხმარებლო სესხებზე ორიენტირებულ ორგანიზაციად. ეს კომპანია პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც შეძლო კომერციული სახსრებით მიკროსაფინანსო დაწესებულებად გარდაქმნა. მისი მისიაა მიკრო და მცირე მეწარმეების სტაბილური განვითარების მხარდაჭერა, კლიენტის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ოპტიმიზებული და მასზე მორგებული დაფინანსების შეთავაზების გზით.

„ბი.აი.ჯი“-ს მიზანია, გახდეს წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ ბაზარზე, კლიენტზე მორგებული პროდუქტების, დაგროვილი გამოცდილებისა და თანამშრომლების პროფესიონალიზმის დახმარებით.

დრო: 20 ივნისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები