ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მიკროსაფინანსო კომპანია ”კრედოს” სასტიპენდიო პროგრამა

ღონისძიებები

14 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში კომპანია ”კრედოს” წარმომადგენლები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებთან ”კრედოს” სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით.

მიკროსაფინანსო კომპანია ”კრედო”, 15 წელზე მეტია, ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე მოღვაწეობს. წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გამორჩეულია ინოვაციური პროდუქტების მრავალფეროვნებით, მომსახურების მაღალი ხარისხით და კლიენტთასოლიდური რაოდენობით, ასევე - სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საზოგადოებრივი აქტივობებით.

კომპანია ”კრედო” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიას, რაც მოიაზრებს მეოთხეკურსელი სტუდენტების სწავლის სრულად დაფინანსებას (შესაბამისად, სტიპენდიით სარგებლობა შეეძლებათ მათ, ვინც ახლაიმყოფება მესამე კურსზე და შემოდგომის სემესტრიდან იქნება მეოთხეკურსელი). კრედოს სტიპენდიით ისარგებლებს ერთი სტუდენტი, რომელიც შერჩევის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მაღალი აკადემიური მოსწრება
  • სამოტივაციო წერილი

კომპანიის მიზანია სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფა.

შეხვედრის დრო: 14 მაისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები