ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მიჰალ ბ. პარადოვსკის მოხსენება „მასწავლებლები და სტუდენტები Covid-19-ის პანდემიის პირობებში: რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ან შეაფერხა საგანგებო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა?“

ღონისძიებები

4 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება მიჰალ ბ. პარადოვსკის, ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორის, მოხსენება თემაზე:

(უცხოური ენის) მასწავლებლები და სტუდენტები Covid-19-ის პანდემიის პირობებში: რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ან შეაფერხა საგანგებო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა?

მომხსენებლის შესახებ

მიჰალ ბ. პარადოვსკი ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორია. იგი მასწავლებელთა გადამზადებაზეც მუშაობს. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: მეორე ენის ათვისება, უცხოური ენის სწავლება, მულტილინგვალიზმი, ტრანსლინგვიზმი, ინგლისური, როგორც lingua franca, საზღვარგარეთ სწავლა, სოციალური ქსელების ანალიზი, კორპუსის ლინგვისტიკა და დისტანციური სწავლება საგანგებო რეჟიმში.

ამ დროისთვის მიწვეული პროფესორის სტატუსით დაახლოებით 190 ლექცია და სემინარი აქვს ჩატარებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლო წლებში მისი რედაქტორობით გამოიცა ნაშრომთა კრებულები: Teaching Languages off the Beaten Track და Productive Foreign Language Skills for an Intercultural World. ავტორია მონოგრაფიისა: M/Other Tongues in Language Acquisition, Instruction, and Use.

მოხსენების შესახებ

მოკლე მოხსენებაში პროფესორი პარადოვსკი წარმოადგენს Covid-19-ის პანდემიის პირობებში საგანგებო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებული კვლევის შედეგებს. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 6000 ენის შემსწავლელი და მასწავლებელი, ასევე სტუდენტები, რომლებსაც ძირითად სპეციალობად ლინგვისტიკა აქვთ არჩეული, და 118 ქვეყნის ლექტორი. მომხსენებელი განიხილავს დისტანციურ სწავლა-სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტს, ასევე მულტილინგვალიზმის როლს სტრესთან გამკლავებისთვის საჭირო ქცევებისა და განწყობების მართვაში.

დრო: 4 ნოემბერი, 14:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა ზუმის საშუალებით

შეხვედრაზე დასწრების მონაცემები 

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3COBBow

Meeting ID: 834 7022 1812

Passcode: 333026

2021 წელი

 

ბანერები