ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მიჰალ ბ. პარადოვსკის მოხსენება: კორპუსი, როგორც აუცილებელი რესურსი მთარგმნელისთვის

ღონისძიებები

4 ნოემბერს, 14:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება მიჰალ ბ. პარადოვსკის, ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორის, მოხსენება თემაზე: „კორპუსი, როგორც აუცილებელი რესურსი მთარგმნელისთვის“.

მომხსენებლის შესახებ

მიჰალ ბ. პარადოვსკი ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორია. იგი მასწავლებელთა გადამზადებაზეც მუშაობს. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: მეორე ენის ათვისება, უცხოური ენის სწავლება, მულტილინგვალიზმი, ტრანსლინგვიზმი, ინგლისური, როგორც lingua franca, საზღვარგარეთ სწავლა, სოციალური ქსელების ანალიზი, კორპუსის ლინგვისტიკა და დისტანციური სწავლება საგანგებო რეჟიმში.
ამ დროისთვის მიწვეული პროფესორის სტატუსით დაახლოებით 190 ლექცია და სემინარი აქვს ჩატარებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლო წლებში მისი რედაქტორობით გამოიცა ნაშრომთა კრებულები: Teaching Languages off the Beaten Track და Productive Foreign Language Skills for an Intercultural World. ავტორია მონოგრაფიისა: M/Other Tongues in Language Acquisition, Instruction, and Use.

მოხსენების შესახებ

პროფესორ პარადოვსკის მოხსენება შეეხება კორპუსის ლინგვისტიკის მნიშვნელობას ენის სპეციალური მიზნებისთვის სწავლებისა და დარგობრივი ტექსტების თარგმნის სფეროში. ენის კორპუსების ზოგადი მიმოხილვის შემდეგ იგი წარმოადგენს მაგალითებს იურიდიული და კულინარიული თემატიკის ტექსტებიდან.

დრო: 4 ნოემბერს, 14:30 საათი

ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა ზუმის საშუალებით

შეხვედრაზე დასწრების მონაცემები

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3COBBow

Meeting ID: 834 7022 1812

Passcode: 333026

2021 წელი

 

ბანერები