ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მიღება ზამთრის სკოლაში „საზოგადოებრივი აზრის კვლევები“

ღონისძიებები

16-18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით გამართავენ ზამთრის სკოლას საზოგადოებრივი აზრის კვლევებში.

ზამთრის სკოლის თემატიკა

სკოლის მონაწილეები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: რაოდენობრივი და თვისებრივი მიდგომები (მეთოდები) საზოგადოებრივი აზრის კვლევებში, მათ შორის ცდომილებისა და საიმედოობის გაზომვას, მონაცემთა ვიზუალიზაციას, ეთიკისა და გამჭვირვალობის საკითხების მნიშვნელობას, ინტერვიუებისა და ფოკუსჯგუფების ჩატარების თავისებურებებსა და იმას, როგორ ვითარდება კვლევის ინსტრუმენტი მონაცემთა შესაგროვებლად.

ზამთრის სკოლის ტრენერები:

  • პროფესორი მაიკლ ტრაუგოტი, მიჩიგანის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და სოციალური მეცნიერებების უნივერსიტეტთა შორის რაოდენობრივი კვლევის მეთოდების კონსორციუმის პროგრამის ხელმძღვანელი; მსოფლიო და ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციების პრეზიდენტი; ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • პიტერ მილერი, ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის (AAPOR) ყოფილი პრეზიდენტი;
  • ალან გილლამი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორი საქართველოში; 10 წელზე მეტხნიანი პროფესიული გამოცდილებით საპარლამენტო სისტემაში გაერთიანებულ სამეფოსა და შოტლანდიაში.

ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის წევრები, მათ შორის საქართველოში მოქმედი წამყვანი კვლევითი ორგანიზაციების– CRRC, ACT და ANOVA-ს კვლევითი გუნდების ხელმძღვანელები.

ზამთრის სკოლის პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3Dq5CgN

ვისთვის არის განკუთვნილი ზამთრის სკოლა?

ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკისა და სოციალური მეცნიერებების ან სტატისტიკის ბაკალავრის, მაგისტრის ან სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.

მოთხოვნები

სასურველია:

  • აპლიკანტი ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე;
  • დაინტერესებული იყოს საზოგადოებრივი აზრის კვლევებით ან ჰქონდეს კვლევით ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება, როგორც ინტერვიუერს ან მკვლევარს.

როგორ გავხდე ზამთრის სკოლის მონაწილე?

თუ აკმაყოფილებ, ზემოჩამოთვლილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ამა წლის 4 ნოემბრის ჩათვლით გამოგზავნე რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: zarina.burkadze@iliauni.edu.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 4 ნოემბერი

სერტიფიკატი

ზამთრის სკოლის მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით 2022 წლის 18 ნოემბერს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევების შესახებ.

სამუშაო ენა: ინგლისური

ფორმატი: პირისპირ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

2022 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები