ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„მგლის აზროვნების ფორმირება“ – იასონ ბადრიძის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

4 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება იასონ ბადრიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. მეცნიერი ველური ბუნების დაცვის დღის აღსანიშნავად წაიკითხავს საჯარო ლექციას „მგლის აზროვნების ფორმირება“. 

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ემერიტუს პროფესორი იასონ ბადრიძე დაიბადა 1944 წლის 26 იანვარს თბილისში.

სამეცნიერო საქმიანობის დიდი ნაწილი მან მგლის ქცევის ბიოლოგიური საფუძვლების კვლევას დაუთმო. ბორჯომის ნაკრძალში მგლებთან 1500 საათს იცხოვრა და შეისწავლა მათი ქცევის დამახასიათებელი ნიშნები, გამოიკვლია, როგორ ყალიბდება მათი ქცევა.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 4 მარტს, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2024

 

ბანერები