ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მეწარმეობის აღმოცენება და განვითარება საქართველოში

ღონისძიებები

29 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროექტის -„მეწარმეობის აღმოცენება და განვითარება საქართველოში“ - შედეგების პრეზენტაცია.

პროექტი ფინანსდება პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის“ მიერ და მისი  მიზანია საქართველოში მეწარმეობის დანერგვისა და განვითარების პროცესის შესწავლა ლონგიტუდური კვლევის საფუძველზე.

პროექტის ფარგლებში, 6 თვეში ერთხელ ტარდება კვლევები საქართველოს სამ სხვადასხვა რეგიონში (აჭარა, კახეთი, თბილისი). ინტერვიუების (350 თვითდასაქმებულთან და 250 მცირე და მიკროფირმის წარმომადგენლებთან) პირველი რაუნდი ჩატარდა 2013 წლის აგვისტოში, მეორე კი - 2013 წლის თებერვალში.

პრეზენტაცია მიზნად ისახავს ქართული კერძო სექტორის სტრუქტურისა და მეწარმეობის არსის მოკლე მიმოხილვას და ახსნას, თუ რატომ არის ეს კვლევა მნიშვნელოვანი.

პრეზენტაციაზე მოხსენებით გამოვლენ:

• პოლ  დემბინსკი (ფრაიბურგის უნივერსიტეტი)
• ფილიპ რუდა (ფრაიბურგის უნივერსიტეტი)
• ირინა გურული (ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი)

დრო: 29 მაისი, 13:00-16:00 საათი
ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.






ბანერები