ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის პრეზენტაცია

ღონისძიებები

10 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის პრეზენტაცია. ცენტრში ამ დროისთვის 60-მდე მეწარმე კურსდამთავრებულია გაერთიანებული. პრეზენტაციაზე საუბარი იქნება სამომავლო გეგმებზე, კურსდამთავრებულების მეტად ჩართვაზე საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

პრეზენტაციაზე სიტყვით წარდგებიან:

გიგა ზედანია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი: მისასალმებელი სიტყვა, კურსდამთავრებულთა და მეწარმე კურსდამთავრებულთა ქსელის მნიშვნელობის შესახებ;

ნინო დვალიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე: მეწარმეობისა და ინოვაციური ეკოსისტემის მნიშვნელობის, მიმდინარე პროექტების შესახებ;

ნინო ენუქიძე - EANET პროექტის კოორდინატორი: მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის მიზნების, ამოცანების და შესაძლებლობების განხილვა, საიტის მოკლე პრეზენტაცია;

მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ნონიაშვილი მეწარმე კურსდამთავრებულებს სასაჩუქრე პაკეტებს გადასცემს. პრეზენტაციის ფარგლებში, მოეწყობა მეწარმე კურსდამთავრებულთა პროფილების ვიდეოჩვენება. პრეზენტაცია დასრულდება ფურშეტით.

დრო: 10 ივლისი, 19:00 საათი 

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი "ლიგამუსი" (ჭავჭავაძის გამზ. №32) 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები