ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის სტუდენტური კონკურსის ფინალური ეტაპი

ღონისძიებები

16 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის მიერ ორგანიზებული სტუდენტური კონკურსის ფინალური ეტაპი, რომელზეც განიხილება იქნება კონკურსის ფარგლებში სტუდენტების მიერ შექმნილი ინოვაციური ბიზნესიდეებიდან საუკეთესოები. კონკურსანტები საკუთარ პროექტებს Elevator Pitch ფორმატით წარადგენენ ჟიურის წინაშე, რომელიც დაკომპლექტებულია მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის წევრების, ილიაუნის პრეაქსელერატორის და კურსდამთავრებულთა ქსელის პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებით. გამარჯვებული კონკურსანტი მიიღებს ფულად პრემიას, სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით.

დრო: 16 აპრილი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.


ბანერები