ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ - ბოჰუმილ ჰრაბალის რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

3 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „დიოგენე“ გიწვევთ ბოჰუმილ ჰრაბალის რომანის პრეზენტაციაზე.

წიგნი - სახელწოდებით, „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ - ჩეხურიდან სულხან მუხიგულაშვილმა თარგმნა და სერიაში - „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ - გამოვიდა.

პრეზენტაციაზე წიგნს მთარგმნელი წარადგენს.

წიგნის შესახებ

პატარა ადამიანი და მისი უკიდეგანო სამყარო, რეალობის კომიკურობა და უკიდურესი ტრაგიზმი - ეს დიდი ჩეხი მწერლის, ბოჰუმილ ჰრაბალის (1914-1997), საყვარელი თემებია, რომელთაც ავტორი ამ პატარა, მაგრამ მის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანეს რომანში კიდევ ერთხელ უბრუნდება. ამბის მთხრობელი მაკულატურის მწნეხელი ჰანტაა, რომელიც თავის Love-story-ს ჰყვება, თუმცა „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“ მთავარი გმირის გამორჩევა რთულია: ყველა პერსონაჟი - მზეთუნახავი მანჩინკა, ბოშა ქალები, ახალგაზრდა მუშები ფერად-ფერადი ხელთათმანებით თუ ჰანტას რკინიგზელი ბიძა, რომელიც ხეხილის ბაღში, ვაგონეტზე შემომდგარა - მწერლისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.

დრო: 3 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები