ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მესამე სამეცნიერო პიკნიკი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 წლის ოქტომბერში გამართავს მესამე სამეცნიერო პიკნიკს, რომლის თანაორგანიზატორია თბილისის მერია.
სამეცნიერო პიკნიკი არის ერთდღიანი ღონისძიება ღია ცის ქვეშ, რომლის მიზანია მეცნიერების სხვადასხვა დარგი ყველა ასაკის ადამიანისთვის სახალისო და მიმზიდველი ფორმით წარმოაჩინოს.

სამეცნიერო პიკნიკი პირველად 2012 წლის სექტემბერში ჩატარდა და მას მერე ყოველწლიურად იმართება. პირველ სამეცნიერო პიკნიკში, ილიაუნის პროფესორებთან და სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის: ლეონარდო და ვინჩის პროექტის ახლგაზრდა გამომგონებლები, ეკოკლუბი, თბილისის ზოოპარკი და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს ჯგუფები. 2013 წელს ღონისძიება გახდა წევრი ევროპული სამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციისა (EuSEA), რომელიც 90-მდე წევრ ორგანიზაციას აერთიანებს და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციისათვის შემოქმედებითი პლატფორმის შექმნას ისახავს მიზნად. 2013 წელს, მეორე სამეცნიერო პიკნიკის მნიშვნელოვანი სიახლე იყო რობოტების თამაში, რომელიც ასევე ყოველწლიურად გაიმართება ილიას უნივერსიტეტის ორგანიზებით.

ილიაუნის მესამე სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობისათვის, გთხოვთ, 30 ივნისამდე გამოგზავნოთ შევსებული განაცხადის ფორმა და დაადასტუროთ თქვენი სამეცნიერო ჯგუფის მონაწილეობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეცნიერო პიკნიკის საორგანიზაციო ჯგუფს, ელ.ფოსტა: sciencepicnic@iliauni.edu.ge;
ტელ.: 591017610
სამეცნიერო პიკნიკის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://sciencepicnic.ge/

ბანერები