ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მესამე ინტერდისციპლინური დისკუსია ხელოვნური ინტელექტის შესახებ ილიაუნიში

ღონისძიებები

21 მარტს, 11:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრი უმასპინძლებს მესამე ინტერდისციპლინურ დისკუსიას ხელოვნურ ინტელექტზე. 

დისკუსიის სპიკერები იქნებიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
შეხვედრაზე გამომსვლელები ისაუბრებენ ხელოვნურ ინტელექტსა და დასაქმებას შორის კავშირზე, ხელოვნური ინტელექტის როლზე საწარმოთა შეძენისა და შერწყმის პროცესის დროს სათანადო წინდახედულების განხორციელებისას, პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და, ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების საკითხებზე. ამავე დროს სპიკერები განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის მზარდ როლს იურიდიული სერვისების მიწოდების სფეროში.


სამუშაო ენა:
ინგლისური

დრო: 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები