ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მესამე ეროვნული ფესტივალის „მეცნიერება მთავარ როლში“ გამარჯვებული ცნობილია

ღონისძიებები

24 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მესამე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში", რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა 24 პროექტი.

ფესტივალის ჟიურიმ 4 საუკეთესო პროექტი შეარჩია და მათი ავტორი ქართველი მასწავლებლები 2024 წლის აგვისტოში ტურკუში (ფინეთი) საერთაშორისო ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

ჟიურის რჩეული პროექტები გახდნენ:

პროექტი: „პლასტმასა VS მცენარე“
სკოლა: სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA GESS, თბილისი
პედაგოგი: თამარ ტურაშვილი

პროექტი: „დარგე ემოცია“
სკოლა: სსიპ ქ. გორის #8 საჯარო სკოლა
პედაგოგი: ნინო ფსუტური

პროექტი: "ჭიქა წყლის საიდუმლოებანი (მეშვიდეკლასელის დაკვირვება ფერწერულ ტილოზე)"
სკოლა: ქართული სასწავლებელი, თბილისი
პედაგოგი: ინესა ბეჟანოვა

პროექტი: „ნიადაგის მჟავიანობის შესწავლა“ 
სკოლა: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლა
პედაგოგები: მაკა მაკარიძე, ჟანა ყუთულაშვილი, ნანა დემეტრაშვილი

წლევანდელი ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაცია, გამომცემლობა „ინტელექტი", სულაკაურის გამომცემლობა, WWF, უნილაბი.

ქსელის შესახებ

Science on Stage, ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ქსელი, მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს STEM განათლება ევროპაში მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერითა და წახალისებით, ასევე ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ხარისხიან განათლებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

ქსელში გაერთიანებულია ევროპის 34 ქვეყანა. საქართველო ამ ქსელის წევრია 2016 წლიდან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS Science on Stage-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

ორ წელიწადში ერთხელ ქსელის წევრ ქვეყნებში ეწყობა ეროვნული ფესტივალი დევიზით „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“. ჟიურის მიერ შერჩეული ეროვნული პროექტები კი ქვეყანას საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენენ.

2023 წელი

ბანერები