ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მემორანდუმზე ხელმოწერის ღონისძიება

ღონისძიებები

18 ივნისს 13.00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსის 101-ე აუდიტორიაში ტარდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ღონისძიება.

მემორანდუმის საგანს წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის გუნდური/ინდივიდუალური სპორტის სახეობების მწვრთნელის სპეციალობების სტუდენტებისათვის ფეხბურთის მწვრთნელთა განათლების ლიცენზიის პროგრამა, რომელსაც გაივლიან ილიას უნივერსიტეტის ფეხბურთის სპეციალობის სტუდენტები ბაკალავრიატზე სწავლის პარალელურად.

ღონისძიებაზე გაიმართება უმაღლეს სასწავლებლებს შორის უნივერსიადაში გამარჯვებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მწვრთნელების დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი. ღონისძიებაზე, ასევე, დაჯილდოვდებიან სპორტის ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტები და მათი ხელმძღვანელები.

აღნიშნული კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, აქტიური სტუდენტების წარმოჩენა და წახალისება.

ბანერები