ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მემორანდუმი რუსთაველის თეატრთან

ღონისძიებები

18 მაისს, 16.00 საათზე რუსთაველის თეატრსა  და ილიას უნივერსიტეტს შორის დაიდება თანამშრომლობის მემორანდუმი (მისამართი: ჭავჭავაძის 32, A 101 აუდიტორია).

მემორანდუმის მიზანია სტუდენტების ჩართვა თეატრალურ ცხოვრებაში, მათთვის თეატრში მიმდინარე ადმინისტრაციული თუ ტექნიკური პროცესების შესახებ გამოცდილების გაზიარება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ: თეატრის მმართველი ბატონი ზაალ ჩიქობავა და უნივერსიტეტის  რექტორი, პროფესორი ბატონი გიგი თევზაძე.

მემორანდუმის  ფარგლებში რუსთაველის თეატრი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს 50%–იან ფასდაკლებას ბილეთებზე და რაც მთავარია, სტუდენტები მომდევნო სასწავლო  წლის განმავლობაში სტაჟირებას გაივლიან რუსთაველის თეატრში.

ბანერები