ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის, პატენტის გადაცემის ცერემონია

ღონისძიებები

12 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) ფარგლებში ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას. ხელმოწერის ღონისძიება გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კამპუსის საკონფერენციო დარბაზში.

ასევე გაიმართება პატენტის გაცემის ცერემონიალი.

2016 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მიერ გამოცხადდა კონკურსი  ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სფეროში წარმატებული და  კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე გამოგონებების შესარჩევად. 

კონკურსში გაიმარჯვა მეცნიერ დავით აფხაზავას გამოგონებამ ,,ქლორის იონების უჯრედებში შეღწევის მონიტორინგის ახალი სენსორი”. ამერიკის საპატენტო უწყებამ  აღნიშნულ გამოგონებაზე ოფიციალურად გასცა პატენტი.

ბანერები