ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მემორანდუმი ეროვნულ მუზეუმთან

ღონისძიებები

29 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების მიზნით უზრუნველყოს საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარებისკენ მიმართული ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება. თანამშრომლობა ითვალისწინებს ბიზნესის სკოლის სტუდენტთა სტაჟირებას, მაღალკვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობით ერთობლივი საჯარო ლექცია-სემინარებისა და სამეცნიერო კონფერენციების მოწყობასა და კვლევითსა თუ პრაქტიკულ საქმიანობაში სტუდენტების მაქსიმალურ ჩართულობას მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

გთხოვთ, მობრძანდეთ.

ბანერები