ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მეიქათონი - ჭკვიანი რობოტები

ღონისძიებები

ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიისა (Fablab Iliauni) და არაკომერციული სტუდენტური ორგანიზაცია ედუბოტის (EduBot) ორგანიზებით, 19-21 მაისს ტარდება მეიქათონი - ,,სმარტ რობოტები” 

პროექტის მონაწილე გუნდები ერთმანეთს ჭკვიანი რობოტების შეზღუდულ დროში შექმნაში შეეჯიბრებიან, შემდეგ კი ილიაუნის ფაბლაბში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების მენტორობით, ჭკვიან რობოტს შექმნიან. მონაწილეები იქნებიან უზრუნველყოფილნი სხვადასხვა ელექტრომოწყობილობებით, რაც დაეხმარებათ მათი რობოტის იდეის რეალობად ქცევაში. 

მეიქათონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის, უნარებისა და გამოცდილების ადამიანს, ვისაც აქვს ინოვაციური და უნიკალური იდეა და სურვილი, საკუთარი იდეა რეალურ რობოტად აქციოს. 

მეიქათონში მონაწილეობისათვის შეავსე მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2017 წლის 16 მაისისა;

სააპლიკაციო ფორმა - https://goo.gl/RVZgLR 

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2017 წლის 17 მაისისა. 

საკონტაქტო ნფორმაცია:

a.garibyan@edubot.ge 
sandro.kandelaki@iliauni.edu.ge

ბანერები