ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მეიჯერელ საქართველოს საინფორმაციო შეხვედრა ვაკანსიების შესახებ

ღონისძიებები

16 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში მეიჯერელ საქართველო ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრას. კომპანიის წარმომადგენლები დაინტერესებულთ გააცნობენ ინფორმაციას სამუშაოს პეციფიკის, ანაზღაურებისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივების შესახებ.

კომპანიის შესახებ:

კომპანია მეიჯერელი ქართულ ბაზარზე 2016 წელს Arvato Bertelsman-ის სახელით შემოვიდა, ხოლო 2019 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა – Bertelsmann- ისა და Saham ჯგუფის გაერთიანებით წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი, ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO Sector) სფეროში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 29 ქვეყანაში ოპერირებს, თანამშრომელთა რაოდენობა კი 48 000-სს აღემატება. 

საქართველოში, თბილისის ორ ოფისსა და ქუთაისის ოფისში, უკვე 1100-ზემეტი ადამიანია დასაქმებული. მეიჯერელის თანამშრომლები მსოფლიოში ცნობილი კომპანიების მომხმარებლებს ეხმარებიან საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, პასუხობენ მათ შეკითხვებს და პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზებს სთავაზობენ.

დამკვეთების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ისეთ სეგმენტებს მოიცავს როგორებიცაა: მოგზაურობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ონლაინ გაყიდვები და ა. შ. 

ვაკანსიების შესახებ:

ამ ეტაპზე კომპანიას აქვს როგორც გერმანული, ასევე გერმანულ-ინგლისური, რუსულ-ინგლისური, თურქულ-ინგლისური და ქართულ-ინგლისურენოვანი პროექტები.

შეხვედრა დააინტერესებთ გერმანული, ინგლისური, რუსული და თურქული ენების მცოდნე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებს ვთხოვთ გაიარონ მარტივი რეგისტრაცია:https://bit.ly/39WaWIe

დრო: 16 იანვარი, ხუთშაბათი, 14:00-დან 15:00 საათამდ.

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 


ბანერები