ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის განათლების მიმართულების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა

ღონისძიებები

6 ივლისს, 10:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში  გაიმართება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის განათლების მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ნაშრომების დაცვა.  2014-15 წლებში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, მას  საჯარო ხასიათი ექნება. დაცვაზე მოწვეული იქნებიან განათლების სკოლის პარტნიორი და სხვა ზოგადსაგანამათლებლო სკოლების დირექტორები, ის პედაგოგები, რომლებიც მაგისტრანტებთან ერთად პრაქტიკულ კვლევაში იყვნენ ჩართულნი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სხვა უნივერსიტეტების განათლების მიმართულების წარმომადგენლები, არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაციები, უნივერსიტეტის პროფესურა, რექტორატი და ა.შ.  

ინფორმაცია სამაგისტრო დაცვის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რაც ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს დაცვაზე დასწრების შესაძლებლობას.

დრო: 6 ივლისი, 10:00-დან 14:00 საათამდე

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)

ბანერები