ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

MDF-ისა და GDI-ის დისკუსია სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

26 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში შედგება დისკუსია თემაზე "ქართულ პოლიტიკასა და მედიაში ქსენოფობიასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლა". დისკუსია მედიის განვითარების ფონდისა (MDF)  და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ეგიდით.

დისკუსიას, რომელიც "არა ფობიას" კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება, გაუძღვებიან MDF-ის გამგეობის თავმჯდომარე, თამარ კინწურაშვილი, ამავე ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ ხორბალაძე, და ადამიანის უფლებათა სამართლის სპეციალისტი, GDI-ის გამგეობის წევრი, გიორგი მშვენიერაძე.
 
პროექტს - "ქართულ პოლიტიკასა და მედიაში ქსენოფობიასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა" - MDF და GDI  ახორციელებენ პროგრამა "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში"-ის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
 
პროექტის მიზანია, სამოქალაქო სექტორის გაერთიანება ქსენოფობიასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის იდეის ქვეშ და ერთიანი სამოქალაო პლატფორმის - "არა ფობიას" - ჩამოყალიბება. დისკუსიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები