ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია „მცირე აზიის კატასტროფა: ისტორია და ლიტერატურა“

ღონისძიებები

25 ივნისს, ორშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (UCLouvain) პროფესორის, ვერონიკ სომერსის საჯარო ლექცია თემაზე: „მცირე აზიის კატასტროფა: ისტორია და ლიტერატურა“.

1923 წელს მცირე აზიაში მართლმადიდებელ ბერძენთა მილიონიანმა წარმომადგენლობამ ბრუტალური დასასრული – გენოციდი განიცადა. აღნიშნულ მოვლენას უკვალოდ არც ბერძნულ ლიტერატურაში ჩაუვლია. ლექცია მიმოიხილავს, ერთი მხრივ, იმ ისტორიულ და ლიტერატურულ კონტექსტებს, რომლებიც მცირე აზიაში ბერძნულ გენოციდს უძღოდა წინ, მეორე მხრივ, იმ ლიტერატურულ ნიმუშებს, რომლებმაც აღნიშნული მოვლენების ზეგავლენა განიცადა.

დრო: 25 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა:  E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

დასწრება თავისუფალია.

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (Ext)

ბანერები