ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მცენარეული ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული გამოყენება

ღონისძიებები

5 ნოემბერს, ხუთშაბათს, 14:00-დან 15:30 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ჩატარდება ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტისა და ანალიტიკური ცენტრის - „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ - ერთობლივი პრეზენტაცია თემაზე: „მცენარეული ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული გამოყენების შესაძლებლობები საქართველოში“.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგები:

  • ნარჩენი ბიომასის რაოდენობის და განთავსების საველე სამუშაოების შედეგები და შესაბამისი გეოინფორმაციული სისტემა;
  • საცდელ უბნებზე ტყის ნარჩენი ბიომასის რაოდენობის შეფასება აეროფოტოგადაღების და ფოტოგრამმეტრიის ტექნიკის გამოყენებთ;
  • ბიომასის ენერგეტიკული გამოყენების სფეროში არსებული სტანდარტების მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოში მათ დასანერგად;
  • სატელიტური ტექნოლოგიების აპრობირება საქართველოს ტყეებში ნარჩენი ბიომასის პოტენციალის კვლევაში.

ასევე მოეწყობა ბიომასის ენერგეტიკული გამოყენების ხელშეწყობისთვის შექმნილი ვებპორტალისა (დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ საკუთარი ინფორმაცია განათავსონ ბიომასის გამოყენების შესაძლებლობებთან დაკავშირებით) და პროექტის ფარგლებში შექმნილი სალექციო და საინფორმაციო მასალების პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე განხილული იქნება ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები ბიომასის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოების, ტყის შენარჩუნებისა და ეკონომიკური განვითარების მიზნების მიღწევაში.

პრეზენტაციის შემდგომ გათვალისწინებულია დისკუსია.

პრეზენტაციის სრული პროგრამა იხილეთ აქ.

დრო: 5 ნოემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები