ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია

ღონისძიებები

4 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაციაზე.

აღნიშნულ პროგრამაზე მსურველთა ჩარიცხვა იწარმოებს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან. პროგრამა ხორციელდება დამოუკიდებლად, ჩარიცხვის უფლება კი აქვთ ბაკალავრის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მათთვის, ვისაც არ აქვს მასწავლებლის საბაკალავრო, სამაგისტრო ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია, პროგრამის წარმატებით გავლა  ერთადერთი გზაა მასწავლებლის პროფესიის მისაღებად.

პროგრამაზე ჩარიცხვისა და პროგრამის შინაარსის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ ღია კარის დღეზე.

დრო: 4 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები