ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი

ღონისძიებები

14 ივნისს, 11:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის G 106 აუდიტორიაში პროექტის ”ასწავლე საქართველოსთვის” პრეზენტაცია გაიმართება.

გამოცხადდა მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური კადრების მასწავლებლის პროფესიით დაინტერესებას და მათ დასაქმებას საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების იმ სკოლებში, სადაც კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტია. დანართის სახით შეგიძლიათ იხილოთ მოკლე ინფორმაცია პროგრამის და გამოცხადებული კონკურსის შესახებ.
 
პროგრამაში ჩართული მოხალისე მასწავლებლები შემდეგი წამახალისებელი ფორმით ისარგებლებენ:

 - ბაკალავრის ხარისხის მქონე მონაწილეებს, რომელთაც მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება სურთ, სკოლაში მიღებული ხელფასის გარდა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან დაერიცხებათ დამატებითი ანაზღაურება და პროგრამაში მონაწილეობისა და მაგისტრატურის გამოცდების წარმატებით დაძლევის შემდეგ მიიღებენ სახელმწიფო სამაგისტრო გრანტს;

-  კონკურსანტთა ის ნაწილი, რომელიც უკვე ფლობს მაგისტრის ხარისხს, ცენტრიდან მიიღებს სკოლაში საათობრივი დატვირთვის მიხედვით დარიცხულ ხელფასზე დანამატს.

ბანერები