ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია

ღონისძიებები

2017 წლის 18 მაისს, 12:00 საათზე, ევროპული სკოლის სააქტო დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა ევროპულ სკოლასთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით აწყობს მასწავლებელთა ყოველწლიურ სასწავლო-მეთოდურ კონფერენციას. ამჯერად კონფერენციის თემაა „წარმატებული სასკოლო პრაქტიკა ტოლერანტობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სამეწარმეო უნარების განვითარებისა და ინიციატივების წახალისებისთვის“. აღნიშნული კონფერენცია 2015 წლიდან ტარდება ყოველწლიურად.

კონფერენციის დღის წესრიგი სრულად იხილეთ თანდართულ დოკუმენტად.

დრო: 18 მაისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ევროპული სკოლის სააქტო დარბაზი (ალ. ყაზბეგის ქ. №34)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები