ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მასტერკლასი: თანამედრვე მიდგომები ქართულის, როგორც მეორე, და უცხო ენის სწავლებაში

ღონისძიებები

სამიზნე ჯგუფი: მასტერკლასი განკუთვნილია ქართულის, როგორც მეორე, და უცხო ენის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისთვის

მასტერკლასის ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი თინათინ კიღურაძე

მასტერკლასის დრო და ადგილმდებარეობა: 20 ოქტომბერი, 11:00-15:00, E კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)

მასტერკლასის მოკლე აღწერა:

ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის სწავლება საკმაოდ ახალი სფეროა და ბევრი საკითხი საჭიროებს ახლებური მიდგომის შემუშავებას.

საკითხების ჩამონათვალი: 

  • ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის სფეროში სწავლების თანამედროვე მიდგომების მოკლე მიმოხილვა;
  • არსებული მეთოდური ლიტერატურისა და თანამედროვე მეთოდით შედგენილი სახელმძღვანელოების ანალიზი;
  • არსებული სამიზნე ჯგუფების თავისებურებების გათვალისწინება სწავლებაში.

მასტერკლასის მეორე ნაწილში მასწავლებლებს მიეცემათ საშუალება მცირე ჯგუფებში იმუშაონ, გამოკვეთონ ერთი საგაკვეთილო მიზანი, რომელიც რეალურ სიტუაციაში კომუნიკაციაზე იქნება ორიენტირებული და სცადონ საკუთარი მასალის შესამუშავებლად მონახაზის გაკეთება.

*რეგისტრაცია დასრულებულია.
ბანერები