ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მასტერკლასი: ქართული ენის გრამატიკის სწავლების ლინგვისტურ-დიდაქტიკური საფუძვლები დაწყებით სკოლაში

ღონისძიებები

სამიზნე ჯგუფი: ქართული სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლები

მასტერკლასის ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ნათელა მაღლაკელიძე

მასტერკლასის დრო და ადგილმდებარეობა: 20 ოქტომბერი,11:00-15:00, E კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)

მასტერკლასის მოკლე აღწერა: 

გრამატიკა ერთ-ერთი რთული უბანია ქართულის, როგორც მშობლიური ენის, საკითხთა სწავლების სისტემაში. ამ სირთულეს განაპირობებს მრავალი ფაქტორი: თავად ქართული ენის აგებულება, მასწავლებელთა ლინგვისტური კომპეტენციები, სწავლების სტრატეგიების ერთფეროვნება, განათლების სპეციალისტთა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების სრული არაერთგვაროვნება ამ კუთხით... მასწავლებლისთვის ხშირად გაუგებარია ა) რა მოცულობით უნდა ასწავლოს ესა თუ ის საკითხი (ან საერთოდ ასწავლოს თუ არა საერთოდ მოცემულ ეტაპზე), ბ) როგორ ასწავლოს. 

საკითხების ჩამონათვალი: 

  • გრამატიკის სწავლების ადგილი და მნიშვნელობა ქართული ენის სწავლების პროცესში;
  • აღნიშნული კუთხით მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებანი, გრამატიკის კავშირი მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხებთან;
  • სავარჯიშოთა სახეები კლასების მიხედვით და შესაბამისი აქტივობები;
  • სასწავლო რესურსები.
*რეგისტრაცია დასრულებულია.
ბანერები