ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მასტერკლასი - კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ტექნოლოგიები

ღონისძიებები

სამიზნე ჯგუფი: მასტერკლასი განკუთვნილია საბაზო-საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის 

მასტერკლასის ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო მუნივერსიტეტის პროფესორი თამარ ტალიაშვილი

მასტერკლასის დრო და ადგილმდებარეობა: 20 ოქტომბერი, 11:00-15:00, E კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)

მასტერკლასის მოკლე აღწერა: 

 ინფორმაციული ინდუსტრის ეპოქაში სასწავლო პროცესში სწავლების ისეთი ფორმების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარებას, დღევანდელობის გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს. ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევა აჩვენებს ქართველი მოსწავლეების წიგნიერების საშუალოზე დაბალ დონეს სწავლების დაწყებით და საბაზო საფეხურზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მასწავლებლები სათანადოდ ვერ ახდენენ რეფლექსიას კითხვისა და წერის სტრატეგიებზე, როგორც კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარების ტექნოლოგიებზე .

პრობლემის გადაჭრის გზა ახალი ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვის პროცესში, კონტექსტის კვლევა და გამოცდილების ანალიზია . აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია კრიტიკული აზროვნების თეორიის გაცნობიერების საფუძველზე, მასწავლებლებლების გამოცდილების გათვალისწინებით, დავგეგმოთ კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტიული კითხვის 3-ფაზიანი გაკვეთილი კრიტიკული აზროვნების ტექნოლოგიების გამოყენებით.

საკითხების ჩამონათვალი:

  • რა არის კრიტიკული აზროვნება და რატომ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს კრიტიკულად აზროვნება (ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტი და კრიტიკული აზროვნების ალგორითმი);
  • შეკითხვის დასმის ტექნოლოგიები;
  • დედუქციური და ინდუქციური აზროვნება;
  • რა არის არგუმენტი, არგუმენტირებული მსჯელობის სტრუქტურა (დისკუსიის შეფასების რუბრიკები);
  • კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტიული კითხვის სამფაზიანი გაკვეთილის მოდელი.
*რეგისტრაცია დასრულებულია.
 
ბანერები