ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მასტერკლასი – კლიმატის ცვლილება და სკოლა – მზად ვართ თუ არა ვუპასუხოთ კლიმატის ცვლილებისადმი მოსწავლეების პროტესტს მსოფლიოში

ღონისძიებები

სამიზნე ჯგუფი: მასტერკლასი განკუთვნილია საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებისთვის.

მასტერკლასის ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მანანა რატიანი

მასტერკლასის დრო და ადგილმდებარეობა: 20 ოქტომბერი, 11:00-15:00, E კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)

მასტერკლასის მოკლე აღწერა: 

კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საფრთხეა, რომელიც კაცობრიობის წინაშე დგას. თუკი გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების დროულად არ აღმოიფხვრა ლოკალურ თუ ეროვნულ დონეზე, ის გლობალურში გადაიზრდება და ადამიანების ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად აისახება. 

ქმედებები, რომლებმაც ეფექტურად უნდა შეამცირონ კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგები, განსხვავებულია ქვეყნებისა და ადამიანებისთვის. ეს გამოწვეულია არაერთი ფაქტორიდან, როგორებიცაა: ქვეყნის განვითარების დონე, ეკონომიკის ძირითადი მიმართულებები, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, ენერგოგენერაციის მთავარი წყარო, რესურსების მოხმარების დონე, გადამუშავების, ნარჩენების მართვისა და კონსერვაციის პოლიტიკა. ასევე არანაკლებ როლს თამაშობს ადამიანის ქცევა, მისი განათლება, სოციალური სტატუსი, სქესი, ასაკი და დასაქმების სფერო.

როგორი უნდა იყოს განათლება სკოლაში, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, ცოდნა და უნარი მოუფრთხილდნენ გარემოს – ამ საკითხებს მიეძღვნება ჩვენი მასტერკლასი.

საკითხების ჩამონათვალი:

  • კლიმატის ცვლილების სამეცნიერო საფუძვლები
  • კლიმტის ცვლილების ანთროპოგენული წანამძღვრები
  • კლიმატის ცვლილების შედეგები გარემოსა და საზოგადოებაზე
  • კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა და განათლებ
  • კითხვისა და წერის სტრატეგიები კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ტექსტზე მუშაობის პროცესში.
*რეგისტრაცია დასრულებულია.
ბანერები